"ამით თქვენ მოახერხებდით, რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ"
loader

Breaking news

"ამით თქვენ მოახერხებდით, რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ"

  • ამით თქვენ მოახერხებდით რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ

თბილისი: დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრს ხალხის გაჭირვება არ ესმის და საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს.

მისივე განცხადებით, ამ ორი სამი თვის განმავლობაში პრემიერ მინისტრს არანაირი რეფორმები არ შეუქმნია, რომ გაჭირვებულ ხალხს დახმარებოდა. 

"თქვენ ბრძანეთ ბატონო პრემიერო, რომ გესმით ხალხის გაჭირვება, არ გესმით, რადგან თქვენ, რომ ხალხის გაჭირვება გესმოდეთ შეძლებდით და შეცვლილ ბიუჯეტს დროულად შემოიტანდით პარლამენტში. შესაბამისად გადაკეთდებოდა თანხები და არ მისცემდით ჩინოვნიკებს ამ თანხების ისე განკარგვის საშუალებას, როგორც ეს უკორონობის ჟამს იყო. 

ბატონო პრემიერო, თქვენ რომ შეგძლებოდათ ან მოგსურვებოდათ, რომ ყოფილიყავით არა ექიმების რეკომენდაციების შემსრულებელი, არამედ რეფორმატორი პრემიერი, რომელიც შეძლებდა რომ შეექმნა ისეთი სახის რეფორმები, ამ 2 თუ 3 თვეში, სწორედ ძნელბედობის ჟამს, რითიც ხალხი დაინახავდა, რომ თქვენ გესმით ხალხის გაჭირვების, ამით თქვენ მოახერხებდით, რომ 20 ივნისის სისხლიანი ჯალათის სახელი და ხალხის გულისწყრომა ოდნავ მაინც შეგეწყნარებინათ. თქვენ ეს ვერ მოახერხეთ და ვიტყოდი, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მთავრობას“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე