"ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს"
loader

Breaking news

"ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს"

  • ვთვლი რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს

თბილისი: ყველა ის პროგრამა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ნიშნავს ფერმერზე ზრუნვას, მასწავლებელზე ზრუნვას, პოლიციელზე ზრუნვას და, საბოლოო ჯამში, ჩვენს მოქალაქეზე ზრუნვას. სამწუხაროდ, გამოდის, რომ ჩვენს ოპოზიციას უბრალოდ კომპეტენცია არ ყოფნის და ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ უმწვავესი კრიზისის დროს, როცა მთავრობა მოქალაქეების სიცოცხლისთვის იბრძვის და იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შეუნარჩუნოს, ზოგიერთი პოლიტიკოსი სპეკულირებს და პოლიტიკური ქულების და დივიდენდების აკრეფას ცდილობს.

"სამწუხაროდ, პრობლემა გახლავთ ის, რომ უმწვავესი კრიზისის დროს, როცა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის ვიბრძვით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებს ოჯახში მისატანი შემოსავალი შევუნარჩუნოთ, მაშინ სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების და დივიდენდების აკრეფას ცდილობენ გაჭირვებაზე, ადამიანების სიღარიბეზე. კარგად მესმის, რომ ის, რასაც დღეს ვახერხებთ, ჩვენი შეზღუდული რესურსებით მივეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, არის საკმარისზე ნაკლები, საჭიროზე ნაკლები, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ის, რაც ბოლო წლებში გაკეთდა იყო მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანებზე ზრუნვით", - განაცხადა პრემიერმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე