"თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა"
loader

Breaking news

"თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა"

  • თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა

თბილისი: თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა და გადააყენა კვირიკაშვილის მთავრობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდის გამო, - ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

 "თუ ეს რიცხვები არის დემაგოგია, მაშინ დემაგოგი ყოფილა ივანიშვილი, რომელმაც ნიანგის ცრემლები ღვარა და გადააყენა კვირიკაშვილის მთავრობა ქვეყანაში სიღარიბის ზრდის გამო. დემაგოგია ახსენა პრემიერმა პენსიებთან დაკავშირებით, დღეს პენსია არის 75 დოლარი. 2013 წელს იყო 90 აშშ. დოლარი. გვეკითხებიან დოლარებში რატომ თვლითო, ასე რომც არ ვქნათ, პენსიონერების ინფლაცია, ფასების ზრდა მათთვის გაცილებით დიდი ვიდრე საშუალო ინფლაცია ქვეყანაში. რადგან მათი ხარკების უდიდესი ნაწილი სურსათზე, მედიკამენტებზე და კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ამიტომ პენისორების სიღარიბე გაიზარდა ამათი მმართველობის პერიოდში, თორემ კორონავორუსის პერიოდში დახმარება არ გაუწევიათ",-აცხადებს რომან გოცირიძე. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"ის, რაც ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ელემენტარული ტყუილი, 427 206 ადამიანს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება, უკვე ჩაერიცხა"
"გამოდის, ბატონი რომანი მთავაზობდა, ჩემი მოქალაქეები მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ"