"ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს, ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას"
loader

Breaking news

"ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს, ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას"

  • ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ დასავლურ მომავალს ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას

თბილისი: ჩვენი ახალგაზრდობა არ იმსახურებს, რომ ქვეყანა ივანიშვილის სათამაშო მოედნად აქციოს და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება.

"მე იცით რას ვთვლი, ბატონო გახარია, თქვენ ამით დაასრულეთ თქვენი სიტყვა, მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, მე ვთვლი, რომ თქვენი ლოიალობა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის მიმართ კი არ არის, ამ დროშის მიმართ კი არ არის, ამ გერბის მიმართ კი არ არის, თქვენი ლოიალობა იმ ქვეყნის მიამრთ არის, რომლის წარმომადგენელიც თქვენმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსა. შემდეგ კი ამის გაპროტესტებისთვის თქვენი სისხლიანი გეგმით უამრავი ადამიანი დაასახიჩრა. ამას არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ კარგ, დასავლურ მომავალს. ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებთ. თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია-გახარიას სახელს და იმ მისამღერს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს ახალგაზრდებმა. ასევე, არ იმსახურებს ჩვენი ქვეყანა იმას, რომ ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობდეს და ამას ვერ ხედავდეს ძვირადღირებული დაბურულმინიანი მანქანით გადაადგილებული პრემიერი. არ იმსახურებს იმას, რომ მსოფლიოს  შიმშილის ინდექსით, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი შიმშილობდეს. ასევე არ იმსახურებს, რომ ქვეყანა ივანიშვილის სათამაშო მოედნად აქციოს და თქვენ პაიკებად გამოგიყენოთ საკუთარი თავის გამდიდრებისთვის. ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს კორუმპირებულ მთავრობას“, - განაცხადა ბოკუჩავამ. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

"ვთვლი, რომ ეს ქვეყანა ცოტა უკეთეს და უფრო კომპეტენტურ ოპოზიციას იმსახურებს"