სომხეთის პოლიციის უფროსი, უშიშროების სამსახურის და გენშტაბის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ
loader

Breaking news

სომხეთის პოლიციის უფროსი, უშიშროების სამსახურის და გენშტაბის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

  • სომხეთის პოლიციის უფროსი უშიშროების სამსახურის და გენშტაბის ხელმძღვანელები თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ

თბილისი: სომხეთის პოლიციის უფროსი არმან სარკსიანი, უშიშროების სამსახურის და გენშტაბის ხელმძღვანელები ედუარდ მარტიროსიანი და არტაკ დავთიანი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ.

შესაბამისი წინადადებით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრეზიდენტს მიმართა. 

ფაშინიანის გადაწყვეტილებით გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას გენერალ-ლეიტენანტი ონიკ გასპარიანი დაიკავებს, უშიშროების სამსახურს პოლკოვნიკი არგიშტი კირამიანი უხელმძღვანელებს, პოლიციას კი პოლკოვნიკი ვაგე კაზარიანი.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ შევა. 

სომხურმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კარანტინის პერიოდში სომხეთის გენშტაბის უფროსმა არტაკ დავთიანმა შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა. ქორწილი ერთ-ერთ აგარაკზე გაიმართა და მას 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. აგარაკის შესასვლელთან უამრავი მანქანა იდგა. მათ შორის, სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილებიც.

მოგვიანებით, დავთიანმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ქორწილი კარანტინის დარღვევას არ წარმოადგენდა და ის მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.


ფოტოზე: სომხეთის ძალოვანი უწყებების ახალი ხელმძღვანელები


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე