"ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის"
loader

Breaking news

"ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის"

  • ეს სესხები და თანხის მობილიზება მეტობით გავაკეთეთ ვემზადებოდით უფრო მძიმე სცენარისთვის

თბილისი: უცხოეთიდან მისაღები 1.5 მილიარდი დოლარიდან ამ ეტაპზე 850 მილიონზე ხელშეკრულებები ხელმოწერილია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლომდე საქართველო თითქმის მთლიან თანხას მიიღებს.

"1.5 მილიარდიდან ამ ეტაპზე 850 მილიონი არის ხელმოწერილი, ნაწილი ჩამოსულია, ნაწილი ხელმოწერილია, რატიფიცირებას გადის ამ კვირაში და უახლოეს კვირებში ჩამოვა, ეს არის 850 მილიონი. დანარჩენის შემთხვევაში ხელშეკრულებებზე მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე ივნისი-ივლისის განმავლობაში, რაც ხელმოწერილია, ის ჩამოვა. წლის ბოლომდე თითქმის ყველა, მთელი თანხა ჩამოვა.

ეს სესხები და ამ თანხების მობილიზება მეტობით გავაკეთეთ, ანუ ვემზადებით უფრო მძიმე სცენარისთვის. თუ ეს მძიმე სცენარი არ განვითარდა ჩვენ ამ თანხას ამ წელიწადში სრულად არ დავხარჯავთ. თანხის ნაწილის დახარჯვა მოხდება 2021 წელს, რათა არ მოგვიწიოს შემდეგ უფრო დიდი ვალების აღება. ჩვენი მიზანია არამარტო ჩავეტიოთ იმ პარამეტრში რასაც ჰქვია 60%-იანი შეზღუდვა, არამედ ნელ-ნელა ამ 55-დან რომელსაც მივაღწევთ დავიწყოთ უკუსვლა“, - განაცხადა მაჭავარიამა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე