საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება
loader

Breaking news

საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

  • საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება

თბილისი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება.

"მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე როგორც კოლეგები, ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, ყველა, საგარეო საქმეთა მინისტრი და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენ მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. 

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული  დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს პირველ რიგში იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“,- განაცხადა გახარიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე