"საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დანგრევა არაფერს შეუძლია"
loader

Breaking news

"საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დანგრევა არაფერს შეუძლია"

  • საქართველო-უკრაინის ურთიერთობების დანგრევა არაფერს შეუძლია

კიევი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას განცხადებით, პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც კიევსა და თბილისს შორის წარმოიშვა, უახლოეს მომავალში ჩაცხრება და ყველაფერი დავიწყებას მიეცემა.

ამის შესახებ კულებამ "უკრიფორმთან" ინტერვიუში ქართული მხარის მიერ ელჩის კონსულტაციებისთვის დაბარების კომენტირებისას განაცხადა.

"გარკვეული კრიზისი უბრალოდ იქმნება, რადგან ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერი გაანადგურებს. პოლიტიკური დაძაბულობა დაცხრება და ჩვენს ურთიერთობებს მშვენივრად განვავითარებთ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე