საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები აქციას "ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" გამართავენ
loader

Breaking news

საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები აქციას "ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" გამართავენ

  • საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები აქციას ქოლგიანი გიდები ჩვენ ვარსებობთ გამართავენ

თბილისი: საქართველოს სამ დიდ ქალაქში გიდები აქციას ლოზუნგით - "ქოლგიანი გიდები – ჩვენ ვარსებობთ" გამართავენ.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისინი დღეს ტურებს უსასყიდლოდ ჩაატარებენ.

გიდების განცხადებით, COVID-19-ის გამო ტურიზმის სექტორის გაჩერება გიდების ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა და სახელმწიფოს მოუწოდებენ, გააძლიერონ და აამოქმედონ შიდა ტურიზმი.

აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ქოლგა გიდების აუცილებელი ატრიბუტია, ის დაცვის სიმბოლოც არის და სწორედ ამიტომ დღევანდელ აქციაზე ქოლგებით იქნებიან. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე