"სამწუხაროდ, არის გარკვეული მუტაცია, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს"
loader

Breaking news

"სამწუხაროდ, არის გარკვეული მუტაცია, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს"

  • სამწუხაროდ არის გარკვეული მუტაცია რაც ნიშნავს რომ კორონავირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები იყოს

თბილისი: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის შესაძლო მუტაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, გამოქვეყნდა ახალი მონაცემები, არის გარკვეული მუტაცია, რომელიც სადღაც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. ეს არის სპაიკ-ცილა, რითიც კორონავირუსი უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, ამის მუტაცია მოხდა, რომელმაც გაუადვილა უჯრედში შეღწევა ვირუსს. მარტივად რომ გითხრათ, ეს ნიშნავს, რომ ის უფრო ადვილად გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა. ახლა ჩინელმა მეცნიერებმა ატეხეს ამაზე ამბავი, რადგან ეს შტამი ჩინეთს შეუბრუნდა უკვე ევროპიდან და ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა. ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი უმუტაციოდ, შეიძლება ამ მუტაციაზე მას არ ჰქონდეს იმუნიტეტი, რადგან სწორედ მუტაციის ერთ-ერთი მექანიზმი ის არის, რომ უჯრედში შეჭრისგან უნდა დაიცვას. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ეს პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც ამ ვირუსმა განიცადა“, – განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე არის, რადგან პრაქტიკულად იქ მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნეს აქტივობები, შემობრუნდა კორონავირუსი და ფართოდ გავრცელდა.

"ასე რომ, მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ როდესაც რესპირაციული დაავადებების სეზონი დადგება, სამწუხაროდ, ეს რეალობაა, რომ ზოგ ქვეყანაში ისევ შეიძლება, მესამე ტალღა იყოს. ჩვენ შემთხვევაში, კორონავირუსთან თანაცხოვრებას თუ გავაგრძელებთ ისე, როგორც დღეს ვაგრძელებთ აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ ყველა არა, ეს მეორე ტალღა იქნება ძალიან შორის. თუ არ გავაგრძელებთ კორონავირუსთან ისევე კარგად მოქცვევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, იქნება უფრო ახლოს“, – განაცხადა იმნაძემ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე