ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია შეათანხმა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება
loader

Breaking news

ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია შეათანხმა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება

  • ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია შეათანხმა რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება

თბილისი: ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეათანხმეს იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის გარე საზღვრებს გაუხსნიან.

როგორც „ევრონიუსი“ ევროკავშირის საბჭოში დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, 15 ქვეყნისგან შემდგარმა სიამ საკმარისი ხმები დააგროვა და ოფიციალურად პირველ ივლისს გამოცხადდება.

"ევრონიუსის“ მიერ მოპოვებული სრული სია ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი. 

სიაში ასევე მოხვდა ჩინეთი, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ჩინეთი ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს.

საბოლოოდ შეთანხმებულ სიაში არ მოხვდნენ აშშ, რუსეთი და ბრაზილია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე