"ეს აჩვენებს განსხვავებას სახელმწიფოზე, ხალხზე მზრუნველ პარტიასა და იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის, რომელიც არის ბოლომდე დეგრადირებული რადიკალური და პრორუსული“
loader

Breaking news

"ეს აჩვენებს განსხვავებას სახელმწიფოზე, ხალხზე მზრუნველ პარტიასა და იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის, რომელიც არის ბოლომდე დეგრადირებული რადიკალური და პრორუსული“

  • ეს აჩვენებს განსხვავებას სახელმწიფოზე ხალხზე მზრუნველ პარტიასა და იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის რომელიც არის ბოლომდე დეგრადირებული რადიკალური და პრორუსული

თბილისი: "ჩვენ განვიხილავთ და ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უკეთეი ხვალინდელ დღესთან და ამის სამართლებრივ გარანტიებს ჰქმნის“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხრიდან ჰქონდა მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა,  რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ აღებული პირობა არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების არამედ, საერთაშორისო მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე შეასრულა და რამაც გააჩინა სამართლებრივი საფუძველი, რომ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებებზე საპარლამენტო ფორმატში მუშაობა დაწყებულიყო. „ჩვენ ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ისევ უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ საკითხს, ისევ არ იღებს მონაწილეობას საკითხის განხილვაში. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას, მხოლოდ რომან გოცირიძე იყო წარმოდგენილი. ასე, რომ ეს ზუსტად აჩვენებს განსხვავებას სახელმწიფოზე, ხალხზე მზრუნველ პარტიასა და იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის, რომელიც არის ბოლომდე დეგრადირებული და არის თან რადიკალური თან პრორუსული. სწორედ მათი განცხადებები ჰქმნიან ამის საფუძველს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მეგობრების და ერთგული მოკავშირეების მთავარი მოწოდება იყო საარჩევნო რეფორმებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

"ჩვენ ფაქტობრივად, ყველა წარმოდგენილი შევასრულეთ და როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენი ოპონენტების უკმაყოფილებას, რადგან ისინი ყოველთვის, როდესაც აპელირებენ რაღაცის შესრულებაზე, რეალურად, სხვა მიზნები გააჩნიათ. მათთვის თემატური საკითხები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ  მნიშვნელოვანია დესტრუქცია. მათ არჩევნები არ აინტერესებთ და არც არასდროს აინტერესებდათ, არც დემოკრატიული პროცესები აინტერესებთ. აქ მათი მონაწილეობა ყოველთვის იყო ფიქტიური“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ გამოირჩევა სწორედ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით,  რომელიც  არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ჰქმნის, უკეთესი ხვალინდელი დღის რეალურ გარანტიებს, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ პარტიას კი არ არგებდა კანონს არამედ, ამ პარტიის კონკრეტულ რჩეულებს არგებდა არა მხოლოდ  კანონებს არამედ, კონსტიტუციასაც მათ შორის, დამნაშავეებს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე