გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა
loader

Breaking news

გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

  • გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ბრიუსელი: პირველი ივლისიდან გერმანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მან თავმჯდომარეობა ექვსთვიანი როტაციის პრინციპით ხორვატიისგან გადაიბარა. შესაბამისად, მომავალი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოში გამართულ სხდომებზე გერმანია იქნება თავმჯდომარე.

ლისაბონის შეთანხმებით, 2009 წელს შემოღებული სისტემით, ევროკავშირის წევრები, რომლებსაც მომავალი 18 თვის განმავლობაში თავმჯდომარეობა უწევთ, ჯგუფურად თანამშრომლობენ „ტრიოს“ ფორმატში. სამეული განსაზღვრავს გრძელვადიან მიზნებს და ევროკავშირის დღის წესრიგს ამზადებს, რომელსაც საბჭო მომავალი 18 თვის განმავლობაში განიხილავს. ამჟამინდელ „ტრიოს“ წარმოადგენენ გერმანია, პორტუგალია და სლოვენია.

ევროკავშირის საბჭოში სწორედ პორტუგალიის თავმჯდომარეობის პირობებში დაგეგმილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 2021 წლის დასაწყისში. სამიტისთვის მოსამზადებელ პერიოდში კი, საბჭოს გერმანია უხელმძღვანელებს.

ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობის მთავარ პრიორიტეტად გერმანია კორონავირუსის კრიზისის შედეგების გადალახვას ასახელებს. ამას გარდა, გერმანია, როგორც საბჭოს თავმჯდომარე, ფოკუსირებული იქნება მსოფლიოში ევროპის გაძლიერებაზე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე