"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა
loader

Breaking news

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა

  • ქართული ოცნების ყოფილი წევრი თემურ კახიძე ევროპულ საქართველოს შეუერთდა

თბილისი: ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი თემურ კახიძე "ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა. 

"ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელიც ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო, დღეს გიგი უგულავამ და ოთარ კახიძემ წარადგინეს.

"ჩვენ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან თემურ კახიძე. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მმართველ პარტიაში გუშინ შეფუცხუნდნენ, აამოქმედეს ყველა მექანიზმი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან გადაწყვეტილება კახიძემ პრინციპების მიხედვით მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარაფერი მოახერხა და დაასწრო განცხადების გავრცელება, რომ იგი პარტიიდან გარიცხეს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ.

იქამდე „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს.

"ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე გარიცხულია პარტია „ქართული ოცნებიდან“, შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით“, – აცხადებენ „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე