მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება
loader

Breaking news

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

  • მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

თბილისი: გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

ავიარეისები Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე