"შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, ეს კონფლიქტი ძალიან საშიშია"
loader

Breaking news

"შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, ეს კონფლიქტი ძალიან საშიშია"

  • შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან ეს კონფლიქტი ძალიან საშიშია

თბილისი: საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი არის ძალიან საშიში და აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით.

ამის შესახებ ელჩმა ზერბაიჯანულ პორტალ "ჰაქინის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება. რაც შეეხება ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ იმ ვითარებით, რაც ხდება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან. ეს კონფლიქტი არის ძალიან საშიში და იგი აუცილებლად უნდა გადაწყდეს დიალოგის გზით. არსებობს ამისთვის მექანიზმები და ისინი აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ვიდრე კიდევ უფრო გამძაფრდება აღნიშნული კონფლიქტი. უკვე არის მსხვერპლი, ეს ნამდვილად ტრაგიკულია და არ უნდა მოხდეს ამის გაგრძელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აზერბაიჯანულმა პორტალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "12 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე, სომხეთში სერბეთიდან სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნები საქართველოს გავლით მოხვდა“.

საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ტენდენციურია და ორ პარტნიორ ქვეყანას შორის პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ არის მიმართული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე