საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა
loader

Breaking news

საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა

  • საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 აგვისტოს ჩათვლით გახანგრძლივდა

თბილისი: საქართველოში საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება, პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე კი 8 აგვისტოდან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე