"ეს არის მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება"
loader

Breaking news

"ეს არის მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება"

  • ეს არის მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი ემუქრება

თბილისი: ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პერემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს, საქართველოს გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკის ჩატანის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან შეუძლებელია, ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს.

"საქართველოს პოლიტიკური პრობლემა, რა თქმა უნდა, არ ექნება, რადგან ჩვენ, ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის რაღაც მსჯელობის საკითხი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობას არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რამე დაემუქროს. თუ ეს ფოტო ნანახი გაქვთ, ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე