მიხეილ რამიშვილი და "ემპათიას" წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ
loader

Breaking news

მიხეილ რამიშვილი და "ემპათიას" წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ

  • მიხეილ რამიშვილი და ემპათიას წარმომადგენლები სახალხო დამცველის მოადგილეს შეხვდნენ

თბილისი: სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მოადგილეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" წარმომადგენლები შეხვდნენ. 

მათ ომბუდსმენის აპარატს ყველა იმ შესაძლო დარღვევაზე მიაწოდეს  ინფორმაცია, რომელიც მათივე თქმით, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა. მათ შორის საუბარია ზეწოლაზე, რომელსაც დაზარალებული მხარე განიცდის.

"შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილების და შესაძლებლობების ფარგლებში მოახდენს რეაგირებას. მივაწოდეთ კონკრეტულად ინფორმაცია ზეწოლების შესახებ, თვალთვალი, მიყურადება, არაადეკვატური სატელეფონო ზარები. კონკრეტულად საქმეებთან დაკავშირებით ცალკე გვექნება შემდგომში კიდევ შეხვედრები, ახლა უბრალოდ ზოგადად იყო საუბარი სხვა საქმეებზე, რომელზეც ჩვენ ვთვლით, რომ ამ საქმეებში ჩართულობა არის სწორედ ზეწოლის გააქტიურების საფუძველი", - განაცხადა  "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატი დამატებით საკითხებს შეისწავლის. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე