"უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ არ მოხდება ვაქცინის გამოგონება, მსოფლიო კვლავაც იდგება ამ საფრთხის წინაშე"
loader

Breaking news

"უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ არ მოხდება ვაქცინის გამოგონება, მსოფლიო კვლავაც იდგება ამ საფრთხის წინაშე"

  • უნდა ვიცოდეთ რომ სანამ არ მოხდება ვაქცინის გამოგონება მსოფლიო კვლავაც იდგება ამ საფრთხის წინაშე

თბილისი: ვარაუდი, რომ იქნებოდა მოქალაქეების გარკვეულწილად დაბალი თანამშრომლობა განპირობებულია იმითაც, რომ საქართველომ საკმაოდ მსუბუქად გადაიარა პირველი ტალღა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ აღნიშნა, შედარებით მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მოსახლეობის ნაწილი კორონავირუსის საფრთხეს სერიოზულად აღარ აღიქვამს.

"ფრაზა „ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსსთან თანაცხოვრება“ სწორედ იმას გულისხმობს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს მისი არსებობა და უნდა ვიცოდეთ, რომ მანამ, სანამ არ მოხდება ვაქცინის გამოგონება, მანამ, სანამ არ მოხდება მსოფლიოში უფრო ეფექტიანი პრეპარატის გამოგონება, მთელი მსოფლიო კვლავაც იდგება იმ საფრთხის წინაშე, რაც ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა გვაქვს მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოების ინფორმირებას აქვს, ამიტომ აუცილებელია მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე