იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრის აპარატსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
loader

Breaking news

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრის აპარატსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის არ-ის მინისტრის აპარატსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისი: იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა მოაწერეს ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და მასში აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე