"სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია"
loader

Breaking news

"სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია"

  • სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია

თბილისი: დღეს საქართველოში, კოვიდცენტრებში 345 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისივე განცხადებით, მათგან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია შეყვანილი. ერთი პაციენტი რუსეთიდანაა შემოსული, მეორე კი - აზერბაიჯანიდან.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე