ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს
loader

Breaking news

ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

  • ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისი: ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ვალენსიაში ქართველი გოგონა პარკში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ემიგრანტების ინფორმაციით, 26 წლის ქალი მოხუცს უვლიდა და იქვე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

გარდაცვლილი 3 თვის ორსული იყო. გოგონას ბებიის თქმით, სიკვდილამდე მის შვილიშვილს პრობლემები ჰქონდა.

"ვიღაც ქალი დამუქრებია მოგკლავო. ეს პოლიციაში მისულა და განუცხადებია, თუ რამე დამემართა, ეს იქნება ჩემი სიკვდილის მიზეზიო. გამოვიდა პოლიციიდან და გაქრა. ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფეხმძიმე იყო, როგორ გაიმეტებდა ბავშვი მოეკლა, თუ ჩამოკიდებული არ არის", - განაცხადა გარდაცვლილი ნაზი მეზვრიშვილის ბებიამ "რუსთავი 2"-თან.  


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე