"თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს, რომელიც დღეს უნდა გადამოწმდეს"
loader

Breaking news

"თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს, რომელიც დღეს უნდა გადამოწმდეს"

  • თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს რომელიც დღეს უნდა გადამოწმდეს

თბილისი: ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, საქმეში ახალი მარშრუტი არსებობს, უნდა გადამოწმდეს, ხომ არ იყო თამარ ბაჩალიაშვილი ამ ლოკაციაზე

"ახალი მარშრუტი არსებობს, დღეს უნდა წავიდნენ. ეს მარშრუტი ჩემს მიერ იქნა მიწოდებული, რადგან არც ერთ შუამდგომლობაში არ არის ეს კამერები მითითებული, რომ იყოს ამოღებული. უნდა მოხდეს ამოღება და გადამოწმება, ხომ არ იყო ამ ლოკაციაზე. ყველა ვერსია შესაძლებელია, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი, რომ ახალგაზრდა გოგო ამხელა გზაზე ძალინ გაურკვეველ სიტუაციაში გადაადგილდებოდეს, ასე იცვლიდეს ლოკაციებს. 

შუამდგომლობები არის ჩემი მხრიდან უამრავი, მათ შორის უამრავ კადრებთან დაკავშირებით, ასევე დრონის კადრებთან დაკავშირებით. მოთხოვნილია ჩემს მიერ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა. დღეს იყო დაპირება, ბოლო შეთანხმება, რომ არანაირად არ უნდა მოხდეს მხოლოდ სიტყვებით ჰაერში დაპირებები და ცრუ ქმედებების განხორციელება, უნდა იყოს რეალური ქმედებები“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე