"ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის"
loader

Breaking news

"ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის"

  • ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის

თბილისი: პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ამომწურავად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

"მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო. გიორგი შაქარაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ტრაგედიაა არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ოჯახების ერთადერთი მოლოდინი სრულყოფილი გამოძიება და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაა. სამართალდამცველებს აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ საქმეები ამომწურავად გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისგებაში მისცენ.

თუ გვსურს ქვეყანაში მართლწესრიგი, დანაშაულის შემცირება, ამისთვის მნიშვენლოვანია, ორივე შემთხვევაში, მართლმსაჯულება ბოლომდე და ეფექტურად განხორციელედეს.

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამორალურია ამ ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს საქმეები უნდა გამოიძიონ არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამართლდამცველებმა და გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. საზოგადოებისა და ოჯახების ინტერესი ორივე საქმეზე არის ლეგიტიმური და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე