გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა
loader

Breaking news

გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

  • გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისი: საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქვა. 

სტადიონის გახსნას "საბურთალოს“ ხელმძღვანელები, გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაგუნდელები ესწრებოდნენ.

"მშობლებს და ჩვენ ამ ტკივილს ვერაფერი შეგვიცვლის. რაც დრო გადის, ბუნებრივია, ტკივილი არ ნელდება. სტადიონის გახსნა და თითოეული ნაბიჯი, რასაც მის უკვდავსაყოფად გადავდგამთ, მხოლოდ მცირედი ნუგეში და დაფასებაა ამ ანგელოზი ბავშვისა, რომლის დიდი იმედიც გვქონდა. გიორგი იყო და დარჩება ჩვენი ოჯახის წევრად. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ სტადიონზე დაფრთიანდნენ პატარა ფეხბურთელები და იმას მიაღწიონ, რასაც გიორგიმ ვერ მიაღწია. ამით გიორგი და მისი ოჯახი გაიხარებს. და ყველა ის ადამიანი, ვინც განიცდის იმას, რაც მოხდა. ამ სტადიონზე გაზრდილი ფეხბურთელები კი სულ გაიხსენებენ, რომ გიორგის სახელობის სტადიონზე გაიზარდნენ. ჩვენ ასევე ვაპირებთ გიორგის სახელობის საერთაშორისო ტურნირი რეგულარულად ჩავატაროთ, სადაც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს ექნება თავის წარმოჩენის საშუალება. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია – ამიერიდან 21-ნომრიანი მაისური წარწერით „შაქარა“, რომლითაც გიორგი „საბურთალოში“ თამაშობდა, საკლუბო მუზეუმში გამოეფინება და ყველას ეცოდინება, რომ „საბურთალოში“ ეს ნომერი მას ეკუთვნის, ჩვენთან ერთად თამაშობს და ჩვენთან ერთად გაიმარჯვებს. წელს ნომრის ამოღება შეუძლებელია, რადგან რეგულაციებით ნომრის შეცვლა არ შეიძლება. მომავალი წლიდან კი „საბურთალოს“ მთავარ და ყველა ასაკობრივ გუნდში ამ ნომრით აღარავინ ითამაშებს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე