"ვანო მერაბიშვილი უკრაინაში უცხოური რეზიდენტურის ქსელის ხელმძღვანელია"
loader

Breaking news

"ვანო მერაბიშვილი უკრაინაში უცხოური რეზიდენტურის ქსელის ხელმძღვანელია"

  • ვანო მერაბიშვილი უკრაინაში უცხოური რეზიდენტურის ქსელის ხელმძღვანელია

კიევი: საქართველოს ექსპრემიერი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკრაინაში უცხოური რეზიდენტურის ქსელის ხელმძღვანელია, რომელიც პეტრო პოროშენკოს მიერ იყო ორგანიზებული 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ამის შესახებ უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა დავით ჟვანიამ გენერალურ პროკურორ ირინა ვენედიქტოვასადმი გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ჟვანიას თქმით, პოროშენკომ, უკრაინაში უცხოელი აგენტურის შექმნის სანაცვლოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა მიიღო.

მისივე თქმით, მერაბიშვილი ”მართავს" "უკრობორონპრომის" გენდირექტორს აივარას აბრომავიჩიუსს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს.

"ზელენსკის გამარჯვების შემდეგაც კი ვერ გათავისუფლდა სამთავრობო უწყებები უცხოელი აგენტებისგან. მიხეილ სააკაშვილი კვლავ აკეთებს იმას, რასაც რეფორმებს უწოდებს, თუმცა თუ ყურადღებით შეისწავლით მის წინადადებას, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ყველაფერი უკრაინაში უცხო სტრუქტურებს დაექვემდებაროს", - აცხადებს ჟვანია.

ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, 2012 წელს კი  საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. 2013 წელს სააკაშვილის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ, მერაბიშვილი დააპატიმრეს და შემდგომში გაასამართლეს. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე