კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
loader

Breaking news

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

  • კომპანია ZAG-ის თანამშრომლების სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

თბილისი: კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. 

კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ჩხრეკა უკვე დასრულდა, ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო.

კობერიძის ადვოკატი ქეთევან მირიანაშვილი, საგამოძიებო მოქმედებებს "ბაჩანას გამოძიებას" უწოდებს და  მოითხოვს, რომ ჩხრეკის ოპერაცია თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც ჩატარდეს. 

"გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან - არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. კობერიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რას ეძებენ და რა სურთ არ ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა.  

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, ასევე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე