"იყო მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც იწვევს ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობაზე მუშაობს"
loader

Breaking news

"იყო მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც იწვევს ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობაზე მუშაობს"

  • იყო მოთხოვნა რომ აღარ მოხდეს იმდაგვარი განცხადებების დადება რაც იწვევს ეჭვებს თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობაზე მუშაობს

თბილისი: ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს.

ამის შესახებ რამიშვილმა შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ოჯახი საქმის მასალებს გაეცნო.

"იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ამაზე მივეცით საბოლოო გაფრთხილება და რჩევა. პასუხად დაველოდები შედეგს. პასუხი ყოველთვის არის "დიახ", მაგრამ შედეგი არის საპირისპირო", - განაცხადა რამიშვილმა. 

რაც შეეხება ანაბარზე არსებულ თანხას, ადვოკატის თქმით, თანხა ეტაპობრივად იყო დაგროვებული და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიერ იყო გამომუშავებული.

"თანხა არის სახელფასო ანაბარზე. თითქოს, დიდი ჩარიცხვები იყო, რამდენიმე ასეულ ათასზე იყო საუბარი, თუმცა ეს  სიმართლე არაა. თანხა მისი შრომის შემოსავალი იყო. 75 ათასი ნელ-ნელა, ყოველთვე იყო ჩარიცხული, როგორც შესაბამისად ხდება. რაც შეეხება წერილს, როგორც ექსპერტიზა გაკეთდა, ეს მისი კალიგრაფიაა, მაგრამ გამოსაკვლევია, როდინდელია, დაწერილია გაუჩინარების დღეს, თუ როდის. ბევრ ჩვენებას გავეცანით და მათ შორის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე