პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
loader

Breaking news

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

  • პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისი: საქართველოს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ივლისს, ქ.თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

აღნიშნული ქმედების განხორციელებისას ი.ღ.-სთან ერთად იმყოფებოდა დ.მ., რომელმაც დაინახა მომხდარი ფაქტი და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა დ.მ. 2020 წლის 6 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით  წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3-დან 7 წლამდე აღკვეთას  ითვალისწინებს.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს დ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე