ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს
loader

Breaking news

ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს

  • ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს

თბილისი: ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა მიმდინარეობს. პროცესს გარდაცვლილის მამა, ძმა და ოჯახის ადვოკატი ესწრებიან.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ამ ექსპერტიზით უნდა ჩაუტარდეს კვლევა ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს და დადგინდეს ზარები, ასევე მიმოწერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

დავაკვირდები, როგორ ჩატარდება ეს პროცედურები, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ, შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე- ისევ კითხვის ნიშნების ახალი დიდი ჯაჭვისებური მანიპულირება გაჩნდება, იქნება სწრაფვა იმისკენ, რომ ოჯახის წევრებს გაუჩნდეთ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ ერთხელ და სამუდამოდ გამოჩნდება სწრაფვა იმისკენ, რომ ყველაფერი იყოს ობიექტურად განხორციელებული.

რაც შეეხება ლეპტოპს, აქ არის უნდობლობა, ველოდებით როგორ განხორციელდება გამოძიების ფედერალური ბიუროს  ჩართულობა და რა შინაარსობრივი ინფორმაცია ექნება გამოთხოვილი და ამის თაობაზე საგამოძიებო ფედერალური ბიურო როგორ ქმედებებს განახორციელებს. ახლა ვნახავ რა მდგომარეობაში იქნება მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი დაილუქა ჩემ თვალწინ. მობილური იყო მანქანიდან ამოღებული, შესაბამისად, ჩემი ხელმოწერა იყო ლუქზე დაფიქსირებული. ლეპტოპზე არ ყოფილა, რადგან ჩემს ჩართულობამდე ამოიღეს და ვნახავ რა მდგომარეობაშია. ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება ექსპერტიზის თანდასწრებით განხორციელდება“, – განაცხადა რამიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე