"თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და დღეს დასრულებულა, არ უნდა მომხდარიყო გახსნა"
loader

Breaking news

"თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და დღეს დასრულებულა, არ უნდა მომხდარიყო გახსნა"

  • თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და დღეს დასრულებულა არ უნდა მომხდარიყო გახსნა

თბილისი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ექაპერტიზა 24 ივლისს დაიწყო, თუმცა ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ იყო.

"დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად. მანამდე ვიყავი 28-ში ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად. თურმე მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაწყებულა 24-ში და დღეს ექსპერტიზა დასრულებულა.

მთელი ეს პერიოდი გამომძიებელი და მთელი ქვემო-ქართლის სამხარეო პოლიცია, რომელსაც ვეუბნები შუამდგომლობა დაყენებული მაქვს, ლუქზეც ხელი მაქვს მოწერილი, არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ის ექსპერტიზა და შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა.

დღეს კლონირება დასრულებულია 99 გეგაბაიტია მთელი ინფორმაცია მობილური ტელეფონის და პროტესტის ნიშნად მონაცემებს აღარ გავეცანი.​ მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ხელმეორედ დავალუქინე აღნიშნული მობილური ტელეფონი, ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას, იმიტომ რომ 99 გეგაბაიტი იტევს ამ მონაცემებს, რაც არის მობილურ ტელეფონში, ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა.

საჯაროდ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მივმართე ისევ პროკურორს, ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს უჩემოდ ლუქის ახსნა და აღარ შეეხონ ავტომობილს მაინც",- განაცხადა რამიშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე