მინსკში სამართალდამცველების მიერ ნასროლმა ყუმბარამ აქციის მონაწილეს ფეხი მოგლიჯა
loader

Breaking news

მინსკში სამართალდამცველების მიერ ნასროლმა ყუმბარამ აქციის მონაწილეს ფეხი მოგლიჯა

  • მინსკში სამართალდამცველების მიერ ნასროლმა ყუმბარამ აქციის მონაწილეს ფეხი მოგლიჯა

კიევი: მინსკის ცენტრში აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამართალდამცველების მიერ ნასროლმა ყუმბარამ ფეხი მოგლიჯა.

შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში გამოცემა NEXTA ავრცელებს.

"ლუკაშენკამ ომი გააჩაღა ხალხთან. ყუმბარის აფეთქებამ მამაკაცს ფეხები მოგლიჯა", - წერს გამოცემა.


ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მინსკის ცენტრში მდებარე გამარჯვების მოედანზე დემონსტრანტები შეიკრიბნენ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეებს და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაშავებულები. 

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე