სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია
loader

Breaking news

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

  • სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია

თბილისი: სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. გამოყენებულია მძიმე ტექნიკა და არტილერია.

მომხდართან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომლის თქმით, მსხვერპლია როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებში.

სომხეთში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

მთიან ყარაბაღში მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ და ბუნკერებში ჩავიდნენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე