კიევი: გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსის 15 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 225 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 9617. კლინიკებში გადაიყვანეს 1955 პაციენტი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში კოვიდ-19-ის 15 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. წინა ანტირეკორდი 21 ნოემბერს იყო, როდესაც კორონავირუსი 14 580 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 677 189 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 317395 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11717 - გარდაიცვალა.
348 077 შემთხვევა ამ დრომდე აქტიურია.