თბილისი: საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცესკოს მიმართა, მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტს განაგრძობენ.
შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს "ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, "სტრატეგია აღმაშენებელმა“, "რესპუბლიკურმა პარტიამ“, მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ და სხვებმა.
ამ დროის მონაცემებით, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავთ „პატრიოტთა ალიანსს“, "ლეიბორისტულ პარტიას", "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“, „ლელოს“ და "გირჩს“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.