ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
loader

Breaking news

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

  • ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

თბილისი: ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე