"ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად"
loader

Breaking news

"ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად"

  • ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად

თბილისი: "ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება. 

კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველო“ არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, თუმცა გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა პარტიას სჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად.

"ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას, გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად. შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს“, - განაცხადა კანდელაკმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე