თბილისი: 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია Disney 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.
ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.