პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს
loader

Breaking news

პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

  • პანდემიის გამო Disney 32 ათას თანამშრომელს ათავისუფლებს

თბილისი: 2021 წლის პირველ ნახევარში კომპანია Disney 32 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემცირება ძირითადად აშშ-სა და სხვა ქვეყნებში დისნეილენდებსა და თემატურ პარკებში დასაქმებულებს შეეხება.

ამ გეგმების შესახებ კომპანიაში ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა მაშინ საუბარი მხოლოდ 28 ათას სამუშაო ადგილზე იყო. ამასთან, Disney-ს 37 ათასი თანამშრომელი იძულებით შვებულებაში იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე