28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით
loader

Breaking news

28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით, 21:00-დან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით

  • 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 2100-დან 0500 საათამდე იზღუდება გადაადგილება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით

თბილისი: საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი-31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

ახალი შეზღუდვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საკოორდიანციო საბჭომ დღეს გაავრცელა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე