თბილისი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შეზღუდვების შედეგად უამრავი ადამიანი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩება.
"ეს შეზღუდვები, რომელიც არის იმის შედეგი, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომზადებულა ხელისუფლება, არის ადამიანებისთვის შიმშილის ზღვარზე დაყენება. ახლა ვსაუბრობდით საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებთან რომ, პრაქტიკულად, უამრავი ოჯახი დაკარგავს სამსახურს და დარჩება შემოსავლის გარეშე", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.