"ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან"
loader

Breaking news

"ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან"

  • ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან

თბილისი: "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, მთავრობის გეგმა გაუაზრებელია.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის დამატებითი დარტყმა იქნება, რის საფასურსაც ქვეყანა გადაიხდის.

"ეს არის მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ყოველგვარი წნეხი, შემსუბუქების გარეშე, ჩვენი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის იქნება დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც მომავალში კიდევ გადავიხდით. დეტალებშიც არ შევალთ, საერთო ჯამში, სრულიად გაუაზრებელია. ერთხელ ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს, ამ ხალხმა არაფერი გააკეთა, რათა ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს მთელი ქვეყანა ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფასად იხდის. სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება, სანამ ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი პოლიტიკური არარაობები, კლოუნების გარემოცვა მართავენ ქვეყანას, რადგან არც უნარი და არც რწმენა არ აქვთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა ბოკერიამ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე