"ქუთაისის უნივერსიტეტი" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს
loader

Breaking news

"ქუთაისის უნივერსიტეტი" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

  • ქუთაისის უნივერსიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს

თბილისი: UNIK-ი რეგიონის ჟურნალისტების, ბლოგერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ონლაინ ტრენინგების ციკლს იწყებს. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თემაზე - "მედია და ქალთა ძალადობა“ 1 დეკემბერს, 17:00 საათზე გაიმართება.

რა უნდა ვიცოდეთ ძალადობის შესახებ, ვიდრე რესპონდენტთან შეხვედრას დავგეგმავთ? როგორ დავიწყოთ საუბარი და როგორ დავიმსახუროთ რესპონდენტის ნდობა? - ამ და სხვა კითხვებზე მონაწილეებს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ტრენერი გელა სიორდია უპასუხებს.

"ქუთაისის უნივერსიტეტისთვის" პრიორიტეტია მისი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალის ეფექტური ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და სხვადასხვა პროფესიული წრის ინფორმაციული, ან საკონსულტაციო მხარდაჭერა", - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე