ოდესაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა
loader

Breaking news

ოდესაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

  • ოდესაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა

კიევი: ოდესაში, სადაც ერთ-ერთ კოლეჯში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა, ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამის შესახებ ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მერია აგრძელებს დაზარალებულთა დახმარებას, მათ შორის სამედიცინო კუთხით, რისთვისაც ოპერატიული შტაბი შეიქმნა.

ხანძარი კოლეჯის შენობაში დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და ის მალევე გავრცელდა. შენობიდან მალევე დაიწყო ადამიანების ევაკუაცია. 

დაღუპულია 17 წლის გოგონა, 15 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე