ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
loader

Breaking news

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

  • ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა

კიევი: ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. 

როგორც ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.

"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ის ყველა მოკავშირეს, ვინც საკუთარ ბაზებს აშშ-ის სამხედრო ძალებს უთმობს, რომ ისინი გახდებიან ირანის სამიზნე.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით სულ მცირე ათი რაკეტა ისროლეს.

პენტაგონში აცხადებენ, რომ სიტუაციის მონიტორინგს აგრძელებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე