მსოფლიოში კორონავირუსით 532 253 ადამიანია ინფიცირებული, 122 627 გამოჯანმრთელდა, 24 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა
loader

Breaking news

მსოფლიოში კორონავირუსით 532 253 ადამიანია ინფიცირებული, 122 627 გამოჯანმრთელდა, 24 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა

  • მსოფლიოში კორონავირუსით 532 253 ადამიანია ინფიცირებული 122 627 გამოჯანმრთელდა 24 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა

კიევი: მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 24 072-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 122 627, სულ ინფიცირებული 532 253 ადამიანი. მონაცმემებს ჯონ ჰოპკინსის ცენტრი ავრცელებს, რომელიც სტატისტიკას რეგულარულად ანახლებს.

იტალიაში 24 საათის განმავლობაში 712 ადამიანი გარდაიცვალა, ესპანეთში კი 718.

აშშ ამავე პერიოდში დაფიქსიტრებულია 268 ლეტალური შემთხვევა, საფრანგეთში - 356, ირანში - 157, ნიდერლანდებში - 78, გერმანიაში - 61, დიდ ბრიტანეთში - 115.

ვირუსის გავრცელების მომენტიდან იტალიაში დაიღუპა 8215 ადამიანი, ესპანეთში - 4365, ჩინეთში - 3287, ირანში - 2234, საფრანგეთში 1696 და აშშ - 1295. 

ჩინეთის შემდეგ გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობით ლიდერი ირანია - 10 457. შემდეგია იტალია, რასაც 10 361 ადამიანი განიკურნა, ესპანეთი - 7015, გერმანია - 5673 და საფრანგეთი 4948.

რაც შეეხება აშშ, ინფიცირებულია 85 840 ადამიანი, ჯერჯერობით გამოჯნამრთელებულთა რაოდენობა 753-ს შეადგენს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე