"გადავწყვიტეთ, საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობა გავაღრმაოთ"
loader

Breaking news

"გადავწყვიტეთ, საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობა გავაღრმაოთ"

  • გადავწყვიტეთ საქართველოსთან და უკრაინასთან პარტნიორობა გავაღრმაოთ

ბრიუსელი: ჩვენ გადავწყვიტეთ პარტნიორობის გაღრმავება საქართველოსთან და უკრაინასთან, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ტელეკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორობა მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში წვრთნებს.

"გადავწყვიტეთ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში წვრთნების, ასევე ერთობლივი მუშაობა ჰიბრუდული საფრთხეების წინააღმდეგ და საჰაერო მიმოსვლის მონაცემების გაზიარებას, რათა საჰაერო სივრცე ყველასთვის უფრო უსაფრთხო გავხადოთ“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების კონფერენცია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე