"ნიკოლოზ ბასილაშვილმა არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი, არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო"
loader

Breaking news

"ნიკოლოზ ბასილაშვილმა არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი, არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო"

  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი არ ვიცნობ პირადად მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო

თბილისი: შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს არველაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე