საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება
loader

Breaking news

საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

  • საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

თბილისი: საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან ემიგრანტების ოჯახის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აქციის გამართვას გეგმავს.

ისინი საქართველოს პრემიერის იმ დადგენილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 1 ივლისს დაგეგმილი რეგულარული ფრენების გახსნა გადაიდო.

როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა და ახლა სამშობლოში დაბრუნებასაც ვეღარ ახერხებენ.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან გაუსაძლის პირობებში არიან ემიგრანტები. ფაქტობრივად უმუშევრები არიან და ისინი ითხოვენ სამშობლოში დაბრუნებას. სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მიზანი. გააკეთონ სპეცრეისები, ან დანიშნონ, ან რამენაირად ეს ხალხი გამოიყვანონ", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" თავმჯდომარე მანანა ანდღულაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე